ბოლო 2 დღეში წილოსანის მოთხოვნით პარლამენტის აკრედიტაცია 2 ჟურნალისტს შეუჩერეს

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ნინო წილოსანის მოთხოვნით, ბოლო ორ დღეში პარლამენტის აკრედიტაცია ორ ჟურნალისტს შეუჩერეს.
გუშინ, 3 ივნისს, საპარლამენტო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს, რომელიც ნინო წილოსანს -ის სანქციებზე კითხვის დასასმელად პარლამენტის ეზოში, კიბეზე, მიყვებოდა.
დღეს, 4 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინო წილოსანის მოთხოვნით საპარლამენტო აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა მათ ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს.
„ფორმულას“ ცნობით, პარლამენტი სოფო გოზალიშვილისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე წერილში მიუთითებს, რომ „მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას“. ტელეკომპანიის განცხადებით, ეს ჩანაწერი „ფორმულას“ ეთერში არ გაუშვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – სიმართლემ უნდა იყვიროს! – თუ გადაწყვეტთ, რომ ისევ ციხეში წავიდეთ, დამტკიცდება, რომ მთავრობის წევრები ახდენდნენ თქვენზე ზეგავლენას, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ჩვენ აქედან ისევ ციხეში წავიდეთ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევზე თავდასხმაზე – ეს არის უკრაინის წინააღმდეგობის ჩასახშობად მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც არ უნდა გამართლდეს – ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას