ესტონეთის პარლამენტში წარადგინეს განცხადების პროექტი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეა საუბარი

ესტონეთის რიიგიკოგუს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ერიკ-ნილეს კროსმა რიიგიკოგუს 44 წევრის სახელით წარადგინა განცხადების პროექტი საპარლამენტო განხილვისთვის, რომელიც გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს , – ამის შესახებ ს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, განცხადების პროექტში რიგიკოგუს წევრები აღნიშნავენ, რომ ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს მიუხედავად, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხმებით, მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც შთაგონებულია ს ფედერაციის ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების, პრესისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის.
განცხადების პროექტში რიიგიკოგუ გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს კანონი.
რიიგიკოგუ, ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, განახორციელოს სამართლებრივი გამოძიება ხელისუფლებისა და იმ პირების მიმართ, ვინც ძალადობა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, დაიცავს დაპირება, რომ ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას და იმ რეფორმების განხორციელებას, რასაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
განცხადების პროექტში, ასევე, აღნიშნულია, სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის გზით, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროგრამას და არ გააუქმებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რიიგიკოგუ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ესტონეთმა დაბლოკოს ყველა შემდგომი პროცესი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს.
განცხადების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ რიიგიკოგუ საჭიროდ მიიჩნევს ს, საქართველოს მთავრობის წევრების, საქართველოს პარლამენტის ლიდერებს და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასა და საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის ესტონეთში შესვლის აკრძალვას.
ესტონეთის პარლამენტი ასევე ითხოვს სამთავრობო სანქციების დაწესებას საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში და საქართველოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებში და ასევე, ევროკავშირისთვის შესაბამისი სიის წარდგენას. განცხადების პროექტში რიიგიკოგუ მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაყინვას მანამ, სანამ არ გაუქმდება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს.