კიევზე დრონებით მასიური შეტევის გამო, ლატვიის პრეზიდენტს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია

კიევზე დრონებით მასიური შეტევის გამო, ლატვიის პრეზიდენტს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია. ფოტო წარწერით -„25 ნოემბერი, დილის 05:10 საათი, “ – ს ტვიტერზე ვრცელდება.
გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობა გაუშვეს, საიდანაც ასევე რეკორდული რაოდენობა გაანადგურა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ. უფრო კონკრეტულად კი 75 “შაჰიდიდან” მ 71 ჩამოაგდო.
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი თავდასხმის დროს, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
დღეს მან მონაწილეობა მიიღო ჰოლოდომორის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. გუშინ კი უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდა.