მზიურის პარკთან მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებში 50-მდე მერიის თანამშრომელია ჩართული

მზიურის პარკთან მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ლაივ-ჩართვაში დედაქალაქის მერმა მ განაცხადა.
„მზიურის პარკთან მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ახლა ძირითადად ხე-მცენარეებისგან გაწმენდა მიმდინარეობს. რომელიც კალაპოტშია და ხელს უშლის მდინარეს გადაადგილებისას და გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, განაცხადა კალაძემ.
მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიას თქმით, ამჟამად 50-მდე მერიის თანამშრომელი მუშაობს, სადღაც ჰექტრამდე მონაკვეთი უკვე დასუფთავდა.
„წყალდიდობის მერე მოეწყო გაბიონი, სადაც პერიოდულად იზრდება წყალმცენარეები. გვიწევს სხვადასხვა სპეც-ტექნიკის გამოყენება. ამას რეგულარულად გავაგრძელებთ. რამდენიმე დღეში დასრულდება ეს მონაკვეთი, ყველა მონაკვეთს დავამუშავებთ და ეს ყოველწლიურად გაკეთდება“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ