უკრაინაში ხარკოვთან დაღუპული პარამედიკოსი ირინა ციბუხი დაკრძალეს

ლვოვში დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს პარამედიკოსი ირინა (“ჩეკა”) ციბუხი, რომელიც 29 მაისს ხარკოვის მიმართულებაზე დაიღუპა, როტაციის დროს. ში ს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე, ირინა შეუერთდა ბატალიონ “ჰოსპიტალერებს”, რომელიც დაჭრილების ევაკუაციას ახდენს. ირინა რთულ ოპერატიულ ვითარებაში მუშაობდა უგლედარის, ავდეევკის, მარინკის და ბახმუტის მახლობლად და ბატალიონის შემადგენლობაში არაერთი დაჭრილი ჯარისკაცის ევაკუაცია და გადარჩენა მოახერხა.
პარამედიკოსის საეკლესიო პანაშვიდი კიევში, მიხაილოვის საკათედრო ტაძარში გაიმართა. შედეგ კი ირინა ციბუხს თანამებრძოლები და ს მოქალაქეები კიევის მთავარ მოედანზე, „მაიდან ნეზალეჟნოსტიზე“ გამოეთხოვნენ. ცერემონია ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ირინამ თავის ახლობლებს სიკვდილამდე დაუბარა.
“ყვავილების მაგივრად დონატები (შემოწირულება) ბატალიონისთვის. ჩაცმულობა – ვიშივანკა ან კომუფლირებული სამხედრო ფორმა (მოქმედი სამხედროებისა და ვეტერანებისათვის)”, – ნათქვამია სამედიცინო ბატალიონ “ჰოსპიტალერის” საიტზე.
ქვეყნის პრეზიდენტმა მ 2023 წელს ირინა ციბუხი დააჯილდოვა ორდენით „დამსახურებისთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია