„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრი იწმინდება

„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მდინარე ვერეს ნაპირზე, ერთ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიას ლელქაშისაგან და ამონაყრისაგან ასუფთავებენ. აღნიშნული სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია.
სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოიჭრა მდინარის ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები.
აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის მერი მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„იწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი, რომელიც სავსე იყო ხე-მცენარეებით. სრულად გაიწმინდება კალაპოტი, რომ უამინდობის შემთხვევაში პრობლემები არ შეიქმნას. კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება, შემდეგ გადავალთ მომდევნო მონაკვეთზე. აღნიშნული სამუშაოები ყოველ გაზაფხულზე ტარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება

მამუკა მდინარაძე – შურთ უკრაინის და საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან – თუ დავუჯერებთ, გვარამია მართალი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია