,,სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ეს არის უბრალოდ არასერიოზული, ძალიან მძიმე პროვოკაცია და სპეკულაცია“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერი აცხადებს;
„ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება, ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან სტრატეგიულიპ არტნიორობის შეთანხმებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური ასპექტი, ისე ეკონომიკური. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აკავშირებდა ერთმანეთს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს. მაქსიმალურად რომ აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული დაკავშირების ფუნქცია, პრინციპულად მნიშვნელოვანია, განვითარდეს ჩვენი სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან და ბუნებრივია, ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩინელ პარტნიორებთან ერთად, ამ ამოცანის შესრულებას თვისებრივად გაგვიიოლებს. ასეთ დროს, როცა სგან კეთდება განცხადებები ამ პროექტში ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ, ეს არის უბრალოდ არასერიოზული, ძალიან მძიმე პროვოკაცია და სპეკულაცია“

ასევე დაგაინტერესებთ