შალვა პაპუაშვილი – საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება დაუშვებელი იქნება

საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება დაუშვებელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ცვლილებას ითვალისწინებს კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, „კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს განათლების სექტორში პროპაგანდის აკრძალვას”.
„დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება. კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა