ინდოეთის საყოველთაო არჩევნებში ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ ლიდერობს

ინდოეთის საყოველთაო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ინდოეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის ხმების 50%-ია დათვლილი და პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ 38,68%-ით პირველ ადგილს იკავებს.
ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში „ინდოეთის სახალხო პარტია“ და მისი კოალიცია სულ მცირე 290 მანდატით ლიდერობს.
ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად 272 მანდატზე მეტია საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ