თსუ-ში კიდევ ერთი სტუდენტური კაფეტერია გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის თსუ-ში კვების მეორე ობიექტი გაიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალი კაფეტერია თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა დაათვალიერეს. პროექტი ხორციელდება სტუდენტური მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში.
„თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კაფეტერია მომხმარებელს ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს სთავაზობს. 18:00 საათის შემდეგ კი 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს სრულ პროდუქციაზე.
თსუ კაფეტერია, რომელშიც სტუდენტებიც არიან დასაქმებული, ძირითადად თსუ-ის 1-ელი, მე-2 და მე-6 კორპუსების, სტუდენტებსა და თანამშრომლებს ემსახურება.
თსუ კაფეტერიის ინფრასტრუქტურა სტუდენტებს სხვადასხვა აქტივობის გამართვის შესაძლებლობას აძლევს.
სტუდენტებისთვის პირველი კვების ობიექტი 2023 წელს თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში გაიხსნა, რომელიც მაღლივის, მე-11 კორპუსის (განივის), ასევე ბიბლიოთეკის სტუდენტებსა და თანამშრომლებს ემსახურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე