რუსეთმა დღე-ღამეში კიდევ 1290 სამხედრო და 65 საარტილერიო სისტემა დაკარგა: უკრაინის გენშტაბი

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანო ომის განმავლობაში, ს არმია დაახლოებით 512,420 ჯარისკაცი დაკარგა,-ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, თავის ბოლო ანგარიშში წერს.

შტაბის ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ კიდევ დაახლოებით 1290 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული, დანაკარგები მხოლოდ დაღუპულებს გულისხმობს, თუ დაჭრილ და მწყობრიდან გამოსულ ჯარისკაცებსაც.
ასევე, გენერალური შტაბის თანახმად, რუსეთის არმიამ დაკარგა:
· 7794 ტანკი (+15)
· 15 020 ჯავშანტექნიკა (+18)
· 13 345 საარტილერიო სისტემა (65)
· 1 092 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (+2)
· 827 საჰაერო თავდაცვის საშუალება (+3)
· 357 თვითმფრინავი (+1) და სხვა სამხედრო და სპეციალური საშუალება.
რუსეთი თავის სამხედრო დანაკარგებზე არ საუბრობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5937 დაღუპულზე.
სამხედრო დანაკარგებზე ბოლო დრომდე საჯაროდ არც უკრაინის ხელისუფლება საუბრობდა.
უკრაინის პრეზიდენტმა მ მხოლოდ 2024 წლის 26 თებერვალს გაამხილა პირველად უკრაინის არმიის დანაკარგები რუსეთთან ომში. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ზელენსკის თქმით, 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, მას არ დაუსახელებია დაჭრილთა და დაკარგულთა რაოდენობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია