“მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე” – სალომე ზურაბიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ „რუ­სულ კა­ნონ­ზე“ ფო­კუ­სი­რე­ბის ფონ­ზე სა­ჭი­რო ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა დარ­ჩა სხვა კა­ნო­ნე­ბი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა „სას­წრა­ფო ტემ­პით, აჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით“ მი­ი­ღო.
პრე­ზი­დენ­ტი მათ შო­რის ასა­ხე­ლებს, ე.წ. ოფ­შო­რე­ბის კა­ნონს და მას „ტო­ტა­ლუ­რად არა­გამჭვირ­ვა­ლეს“ უწო­დებს.
ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტი სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბის მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნა­ზე სა­უბ­რობს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ მას გა­უმკლავ­დე­ბი­ან.
კი­დევ ერთ მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბას, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი ხაზს უს­ვამს, სა­პენ­სიო ფონდთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხია, რაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აზ­რით, „ძა­ლი­ან მავ­ნებ­ლუ­რია“.
„ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვენ ნაკ­ლე­ბად გვაქვს დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა და­ნარ­ჩენ კა­ნო­ნებს, რაც მი­ღე­ბუ­ლია სას­წრა­ფო ტემ­პით, აჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით. მთე­ლი ფო­კუ­სი არის „რუ­სულ კა­ნონ­ზე“ და ჩვენ არ მი­ვაქ­ცი­ეთ იმ­დე­ნი ყუ­რა­დღე­ბა, რაც სა­ჭი­რო იყო.
მა­გა­ლი­თად „ოფ­შო­რე­ბის კა­ნონს“, რო­მე­ლიც არის ყვე­ლა­ფე­რი გარ­და გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბი­სა. ეს სი­ტყვა ძა­ლი­ან მოს­წონთ ხოლ­მე, მაგ­რამ არა ყო­ველ­თვის და ამ შემ­თხვე­ვა­ში ტო­ტა­ლუ­რად არა­გამჭვირ­ვა­ლე კა­ნო­ნია, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ხსნის ყვე­ლას­თვის უც­ნო­ბი სხვა­დას­ხვა კა­პი­ტა­ლის­თვის.
ასე­ვე, ცვლი­ლე­ბე­ბი იქნა კი­დევ მი­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც აუ­ა­რე­სებს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსს, მაგ­რამ არა უშავს, ამა­საც გა­ვუმკლავ­დე­ბით.
მზად­დე­ბა ძა­ლი­ან მავ­ნებ­ლუ­რი კა­ნო­ნი სა­პენ­სიო ფონ­დზე. ეს ცოტა უფრო ტექ­ნი­კუ­რი და რთუ­ლი სა­კი­თხია. ის, რაც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს არის სა­პენ­სიო ფონ­დის მთავ­რო­ბის ხელ­ში გა­და­ტა­ნა და ძა­ლი­ან სა­ში­ში მი­მარ­თუ­ლე­ბაა”, – აცხა­დებს პრე­ზი­დენ­ტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – პრეზიდენტის შემოთავაზებული კონცეფცია, ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად – “ქართულ ოცნებასაც” კი აძლევს საშუალებას და ბოლო შანსს, სწორი ნაბიჯი გადადგას – ჩვენ მხარს ვუჭერთ