ხვალ, 5 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს.
„ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც “ოცნება” აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს.
გელოდებით პარლამენტის წინ!“ – აღნიშნავს „დაფიონი“ აქციის აღწერაში.
