მედია – შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ოთხი ათასამდე ჯარისკაცი დაიცავს

შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ოთხი ათასამდე ჯარისკაცი დაიცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Swissinfo ავრცელებს.
5 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, შვეიცარიის შეიარაღებული ძალების ოთხი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე სამშვიდობო სამიტისთვის სხვადასხვა ამოცანებს შეასრულებს.
ასევე, ხელისუფლება საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს აძლიერებს.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გაიმართება. გუშინ, თეთრმა სახლმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ს სამიტზე ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი წარმოადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ