„უცხოეთის აგენტ“ ანდრეი მაკარევიჩს შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღუძრან

რუსეთში შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღძრან ცნობილი მუსიკოსის, ჯგუფ „მაშინა ვრემენის“ დამფუძნებლის ანდრეი მაკარევიჩის წინააღმდეგ.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ დღეს, 4 ივნისს წერს, რომ ს საგამოძიებო კომიტეტმა მაკარევიჩის მიმართ დაიწყო „წინასაგამოძიებო შემოწმება“. ეს პროცედურა ითვალისწინებს მომჩივანის განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე იმის დადგენას, არსებობს, თუ არა „დანაშაულის ნიშნები“. მათი „დადგენის“ შემთხვევაში მუსიკოსის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება „ექსტრემისტული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდებების მუხლით“, რომელიც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ანდრეი მაკარევიჩს, რომელმაც არაერთხელ დაგმო ში რუსეთის შეჭრა, საგამოძიებო კომიტეტსა და გენერალურ პროკურატურაში უჩივლა საზოგადოებრივი მოძრაობის, „რუსეთის ვეტერანების“ ხელმძღვანელმა ვადიმ მირონენკომ მას შემდეგ, რაც მაისის შუა რიცხვებში, „ვოვანის“ და „ლექსუსის“ სახელებით ცნობილმა რუსმა პრანკერებმა ინტერნეტით გაავრცელეს მაკარევიჩთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. მუსიკოსს თითქოს, უკრაინის პრეზიდენტმა მ დაურეკა და ამ საუბრისას ანდრეი მაკარევიჩმა უკრაინისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა.
ანდრეი მაკარევიჩმა რუსეთი დატოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ამჟამად ისრაელში ცხოვრობს. 2022 წლის სექტემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მუსიკოსი „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შეიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია