საფრანგეთში ვარაუდობენ, რომ „კუბოების აქციის“ უკან რუსეთი დგას

საფრანგეთის პოლიცია იძიებს პარიზში მომხდარ ინციდენტს, რომელიც შესაძლოა, ს სპეცსამსახურების მიერ იყოს ორგანიზებული.
1 ივნისს, ეიფელის კოშკთან სატვირთო ავტომანქანით მიიტანეს და დადგეს ხუთი კუბო საფრანგეთის დროშებით და წარწერით: „ფრანგი ჯარისკაცები ში”. კუბოები თაბაშირით იყო სავსე. სააგენტო AFP და გამოცემა Le Monde გამომძიებლებზე დაყრდნობით წერენ, რომ სულ უფრო მეტი გარემოება მიუთითებს „უცხოეთიდან ჩარევაზე”.
პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ბულგარეთის მოქალაქეა და მისი მგზავრები, გერმანიის და უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა კაცები. ფრანგული მედიის ცნობით, დაკითხვისას სამივემ განაცხადა, რომ უმუშევრები არიან, ფული სჭირდებოდათ და დავალება თანხის სანაცვლოდ შეასრულეს – მძღოლმა 120 ევრო მიიღო, დანარჩენებმა კი 400-400. ვისგან მიიღეს დავალება, ჯერჯერობით უცნობია.
სააგეტო AFP და გამოცემა Le Monde პოლიციაში თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლს კონტაქტი ჰქონდა ბულგარეთის კიდევ ერთ მოქალაქესთან, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზში, ჰოლოკოსტის მემორიალის წაბილწვასთან კავშირში. მაისის შუა რიცხვებში მემორიალზე გაჩნდა პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად მიჩნეული წითლად შეღებილი ხელისგულები. პოლიცია ვარაუდობს, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა საფრანგეთი მალევე დატოვეს.
ფრანგი გამომძიებლების ერთ-ერთი ვერსიით, როგორც ამ, ისე „კუბოების ინციდენტთან” კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს, რომელთა მიზანი იყო ფსიქოლოგიური ძალადობა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულაცია.
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „აგენტსტვო”, რომელიც კრემლის მიერ „უცხოეთის აგენტადაა” გამოცხადებული, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პარიზში „კუბოების აქცია” აქტიურად გააშუქეს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა და ტელეგრამ-არხებმა.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის აქტიურმა მხარდამჭერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დასავლეთის ლიდერებს შორის ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს პარტნიორებისგან მიღებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შეტევის უფლება. მაკრონმა რუსეთის აღშფოთება გამოიწვია არაერთი განცხადებითაც, რომელიც ეხებოდა უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ