ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს ებრძვიან

ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს, მეხანძრე-მაშველთა 30-ზე მეტი გუნდი ებრძვის.
სახანძრო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანების სიცოცხლე, ან საცხოვრებელ სახლებს, ამ დროისთვის, საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ხანძარი 13 საათზე მეტი ხნის წინ გაჩნდა.
შეგახსენებთ, ს ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი „ჰეზბოლას“ მიერ ლიბანიდან რაკეტებისა და დრონების გაშვებამ გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ