რას პროგნოზირებენ ეკონომისტები: 1 აშშ დოლარის ღირებულება შესაძლოა, 3 ლარამდე ავიდეს

„ვალუტის კურსის ცვლილებაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. ფუნდამენტურ ფაქტორებს თუ შევხედავთ, არაფერი სჭირდა ლარს, რომ გაუფასურებულიყო, თუმცა აქ უკვე ამოქმედდა პოლიტიკური და მოლოდინების ფაქტორი. შესაბამისად, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე – დააწესებენ თუ არა სანქციებს ჩვენი პარტნიორები.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტურისტული სეზონი მოდის და რა მოხდება ამაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორი, თუ საით წავა ლარი, არის ფულადი გზავნილების დინამიკა. თუ ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება, ანუ გადმორიცხვები თვეში დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის ფარგლებში გვექნება, ეს იქნება დიდი ზეწოლა ლარზე. შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში აშშ დოლარის ფასი 2.95-3.00 ლარამდეც ავიდეს,“ – განაცხადა შენგელიამ.

ცნობისთვის, მაისის მეორე ნახევარში ანუ დაახლოებით 2-კვირიან ჭრილში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 10-11 თეთრით არის გაუფასურებული. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7968 ლარია, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი მისი შეძენა კიდევ ცოტა ძვირად არის შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლება-მოვალეობა – რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე