მამუკა ხაზარაძე – ქვეყანა ან ევროპის მიმართულებით განვითარდება, ან ჩარჩება რუსული ზეგავლენის ქვეშ

საუბარი არ არის ერთიან სიაზე, ეს არის ეროვნული და ევროპული ნიშნით იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც უნდათ ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელ და ცივილურ სამყაროსთან და სწრაფად შევიდეს ევროკავშირში , – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიღების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ხაზარაძემ მედიასთან აღნიშნა, “ქართული ქარტია” არის ერთობა, მაგრამ არა ერთიანობა.
“ქარტიაში მიზანი ნათლად არის ასახული, ეს არის საქართველოს მომავალი. ქვეყანა ან ევროპის მიმართულებით განვითარდება, ან ჩარჩება რუსული ზეგავლენის ქვეშ და ისეთი კანონების ზეგავლენის ქვეშ, როგორიც არის “რუსული კანონი” და ა.შ.. შესაბამისად, ეს არის ერთობა, მაგრამ არა ერთიანობა. საუბარი არ არის ერთიან სიაზე, ეს არის ეროვნული და ევროპული ნიშნით იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც უნდათ ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელ და ცივილურ სამყაროსთან და სწრაფად შევიდეს ევროკავშირში”,- განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძემ ქარტიის პარალელურად საარჩევნოდ “ლელოს” სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა, პარტიას აქვს კონკრეტული გეგმა და ეს არის – “მარშალის გეგმა”.
“ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, ეს არის “მარშალის გეგმა”, რომელიც გულისხმობს 200 ათასი სამუშაო ადგილს. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფად დამთავრება, როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი, ახალგაზრდებისთვის გარანტირებული ანაზღაურებადი სამუშაოები, ეს არის 1000 – ლარიანი პენსია და ეს არის უამრავი საინტერესო პროექტი”,- განაცხადა ხაზარაძემ.ს

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია