ზურაბ ჯაფარიძე – სამუშო ძალიან ბევრია, მთავარი ამოცანაა, არჩევნებზე მოსახლობის მაღალი გამოცხადება, ამ შემთხვევაში არანაირი გაყალბება არ უშველით, არანაირი სუს-ი და “ხარება”

“ქართული ქარტია” ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრეზიდენტი აპირებს ქარტია გააცნოს დასავლელ პარტნიორებს და იქაც მოიპოვოს ამ რეფორმების მხარდაჭერა , – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან მიღების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე საუბრის თემა შეეხებოდა იმ რეფორმებს, რომელიც გასატარებელი იმისათვის, რომ ევროკავშიერმა საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გახსნას.
“დღეს საუბარი იყო ქარტიაზე, მის შინაარსზე, რომ მოხდა მთელი ოპოზიციური პარტიების გაერთიანება. საუბარო იყო იმაზე თუ რა რეფორმებია გასატარებელი იმისათვის, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის, 2030 წელს ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ამ თვალსაზრისით ქარტია ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრეზიდენტი აპირებს ქარტია გააცნოს დასავლელ პარტნიორებს, პირველ რიგში, ბრიუსელში და იქაც მოიპოვოს ამ რეფორმების მხარდაჭერა”,- განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, სამუშო ძალიან ბევრია , მთავარი ამოცანაა, არჩევნებზე იყოს ამომრჩეველთა მაღალი გამოცხადება.
“სამუშო არის ძალიან ბევრი იმ საკითხებზე, რაზეც ზურაბიშვილმაც ისაუბრა. მთავარი ამოცანაა, არჩევნებზე იყოს მოსახლობის მაღალი გამოცხადება. მაღალი გამოცხადების შემთხვევაში არანაირი გაყალბება არ უშველით, არანაირი სუს-ი და არანაირი “ხარება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია