აშშ: შვეიცარიაში დანიშნულ უკრაინის სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი

თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი, და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი მონაწილეობას მიიღებენ მიმდინარე თვეში შვეიცარიაში დანიშნულ უკრაინის სამშვიდობო კონფერენციაში – ს საჯარო თხოვნის ფონზე, რომ , და კონკრეტულად პრეზიდენტი დასწრებოდა ამ, 15-16 ივნისის ღონისძიებას.
3 ივნისით დათარიღებულ განცხადებაში თეთრი სახლი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტი “ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ერთგულებას მხარი დაუჭირონ უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და გაეროს ქარტიის პრინციპებზე”.
განცხადების თანახმად, ჰარისი “კიდევ ერთხელ განუცხადებს მხარდაჭერას უკრაინის ხალხს, როცა ისინი თავს იცავენ ს მიმდინარე აგრესიისგან”.
უკრაინის პრეზიდენტი, რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდა ბაიდენის ჩასვლას სამიტზე, რომელშიც სულ მცირე 107 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
თეთრი სახლის თქმით, ბაიდენი სამიტს გამოტოვებს დაფინანსების მოპოვების მნიშვნელოვანი ღონისძიების გამო – რომელსაც უმასპინძლებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერტსი და რომელსაც ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამაც დაესწრება. ბაიდენი ემზადება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, სადაც მისი მეტოქე, დიდი ალბათობით, იქნება ექსპრეზიდენტი .
პარალელურად, უკრაინის ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებზე რუსეთის თავდასხმებს 3 ივნისს ემსხვერპლა სამი სამოქალაქო პირი, მათ შორის 12 წლის ბიჭი – იუწყებიან რეგიონების ოფიციალური პირები.
პრეზიდენტი ზელენსკი განაგრძობს ტურნეს აზიაში, 3 ივნისს ის მოულოდნელი ვიზიტით ფილიპინებში ჩავიდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ