ჩინეთის საგარეო უწყება ზელენსკის – ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომის ცეცხლი არასდროს გაუღვივებია

ჩინეთს არასოდეს არ გაუღვივებია რუსეთ-უკრაინის ომის ცეცხლი და არც ცეცხლზე ნავთი დაუსხამს, – ასე ეხმაურება ჩინეთის საგარეო უწყება უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მხრიდან სთვის მხარდაჭერის აღმოჩენით რუსეთ-უკრაინის ომი გახანგრძლივდება და რომ რუსეთი ჩინეთის დახმარებით შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის სამიტის ჩაშლას ცდილობს.
მისი თქმით, პეკინს მიაჩნია, რომ ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აღიარებული რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო ზომების მხარდასაჭერად.
„ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სთან ურთიერთობას და რჩება მის უდიდეს სავაჭრო პარტნიორად“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მაო ნინმა და დასძინა, რომ ჩინეთის პოზიცია მშვიდობის კონფერენციასთან დაკავშირებით ძალიან „ღია და გამჭვირვალეა“.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი, რეგიონში ჩინეთის გავლენის გამოყენებით, ჩინელი დიპლომატების გამოყენებით, ყველაფერს აკეთებს მშვიდობის სამიტის ჩასაშლელად. „სამწუხაროა, რომ ისეთი დიდი, დამოუკიდებელი, ძლიერი ქვეყანა, როგორიც ჩინეთია, არის ინსტრუმენტი პუტინის ხელში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა