პრემიერის ანგარიში – საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და დეოკუპაციის მიზნით

პრემიერის ანგარიში – საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და დეოკუპაციის მიზნით
საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, – ამის შესახებ არნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინა.
მთავრობა აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში გამოყენებული იყო ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დღის წესრიგში ს მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხების აქტიურად დაყენებისთვის.
„საქართველოს დელეგაცია აქტიურად და კონსტრუქციულად იყო ჩართული მოლაპარაკებების ფორმატებში − ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდი – 58-ე, 59-ე და მე-60. მოლაპარაკებების ფარგლებში, განსახილველ მთავარ საკითხებს წარმოადგენდა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნება. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა ინტენსიური მუშაობა, კონსულტაციები თანათავმჯდომარებსა და -სთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მთავრობის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შვიდი შეხვედრა, სადაც განხილული იყო ყველა ის საკითხი, რაც დღესდღეობით მწვავედ დგას ადგილზე.
„ქართული მხარე კვლავ აქტიურად აყენებდა ყველა შესაბამის ფორმატში გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობოდ და ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად აღდგენის საკითხს. მუდმივ რეჟიმში ხდებოდა პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება ადგილზე შექმნილ რთულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად იყო დასმული და განხილული ორმხრივ ფორმატში გამართული ვიზიტებისას, ყველა დონის შეხვედრაზე, პოლიტიკური კონსულტაციებისას. ასევე ეფექტიანად იყო გამოყენებული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატები, მათ შორის: გაერო-ს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და მისი ძირითადი კომიტეტებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები; ეუთო-ს მინისტერიალი, მუდმივი საბჭო, საპარლამენტო ასამბლეა, უსაფრთხოების მიმოხილვის ყოველწლიური კონფერენცია, ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენცია; ევროსაბჭოს სამიტი, მინისტერიალი, მინისტრთა კომიტეტი, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი, საპარლამენტო ასამბლეა, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი; ევროკავშირისა და ნატოს სხვადასხვა ფორმატის სხდომები/შეხვედრები“, – ნათავქმია დოკუმენტში.
მთავრობის განმარტებით, ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალური იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული გამოწვევები. „საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადგილი ჰქონდა მკაფიო საჯარო მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და გამოხმაურებას რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, რაც აისახა ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტში. ქართული მხარე განაგრძობდა აქტიურ თანამშრომლობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. საქართველო ყველა დონეზე აყენებდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობას, რასაც მისიის მანდატი ითვალისწინებს. ქართული მხარე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების კუთხით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მთავრობის ცნობით, მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით.
„ამ კონტექსტში გრძელდებოდა აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფოებთან. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ფარგლებში გრძელდებოდა ძალისხმევა ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის ხელშესაწყობად საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფისთვის, განსაკუთრებით, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ს რეგიონში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ბოლო პერიოდში გაზრდილი წნეხის ფონზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენი ამოცანაა, ორიენტირებული ვიყოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განრიდებაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე. კანონმდებლობა მოვიდა შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, და კიდევ უფრო ჰუმანური გახდა“

სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის” არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს, გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ