7 ივნისს ექსპოჯორჯიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia გაიხსნება

7,8 და 9 ივნისს , 11:00-18:00 საათამდე ველოდებით დამთვალიერებელს, გამოფენების ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, წერეთლის 118. Winexpo Georgia-ზე 200-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იქნება წარმოდგენილი: ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმოები, ბიოდინამიური და ქვევის ღვინო, ახალი მარნების, ღვინის ტექნოლოგიები, შეფუთვა და აქსესუარები.
გამოფენა საინტერესოა არა მარტო ღვინის მოყვარულთათვის, არამედ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც, რადგან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები.
გამოფენის პარალელურად ღვინის საერთაშორისო კონკურსი Georgia Wine Award ჩატარდება. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია ჟიურის შემადგენლობა,5 ქვეყნიდან 10 ცნობილი ღვინის მაგისტრი, სომელიე და ჟურნალისტი შეაფასებს 220 მდე ღვინოს .
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 კატეგორიაში, გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.
კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ქართული ღვინის ისე კონკრეტული მეღვინეობების პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო ბაზარზე. ჟიურის ყველა წევრი თავის ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის გადაწყვეტილებაში.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 ივნისს დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, გამარჯვებული ღვინოების დაგემოვნებას კი შემდეგ დღეს გამოფენაზე იქნება შესაძლებელი
მოკლედ წარმოგიდგენთ ინფორმაციას ჟიურის წევრების შესახებ:
კონკურსის თავმჯდომარე :ღვინის მაგისტრი ბრიტანეთიდან ტიმ ატკინი,მრავალი ჯილდოს მფლობელი ღვინის მწერალი (Wine Writer ) ჰარპერსის, დეკანტერის და მრავლი სხვა გამოცემის ავტორი.