უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ, ჰოლოდომორის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
“უკრაინა არასდროს დაივიწყებს თავის ხალხს, რომელთა სიცოცხლეც ჰოლოდომორის გენოციდმა შეიწირა. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, თუ რა გაიარა უკრაინამ და აუცილებლად შევაჩერებთ იმ ახალ გენოციდს, რომელიც რუსეთმა, ტოტალიტარიზმის მემკვიდრე ქვეყანამ, მოგვიტანა,” – აცხადებს ზელენსკი.