Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი ქვემო ქართლში დასრულდა

27 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა, ბიზნეს მენეჯმენტისა და ფინანსების მოდულს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSMEs) უმასპინძლა. 10 ლექციის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ბიზნესის მენეჯმენტთან და ფინანსებთან დაკავშირებულ თემებს. მიიღეს უფრო ღრმა ცოდნა სტრატეგიული დაგეგმვის, მარკეტინგის, ოპერაციების, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიმუშაონ ეფექტური ბიზნეს გეგმები.
თამთა შვანგირაძე, საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების განყოფილების სპეციალისტი: „ქვეყანაში ფინანსური განათლების გასაძლიერებლად, ერთიანი ინიციატივები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. Mastercard-ის პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საჭიროებებზე აკეთებს აქცენტს.
აღნიშნული თემების საჭიროებებზე მორგებული ლექციები ეხმიანება მათ უნიკალურ გამოწვევებს. ბიზნეს მენეჯმენტის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ფინანსური უნარების გაძლიერებით, ჩვენ ვქმნით უფრო ინკლუზიურ და ძლიერ ეკონომიკურ გარემოს. ვამაყობთ, რომ წვლილი შევიტანეთ ამ ინიციატივაში და მოუთმენლად ველით გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა ფინანსური განათლების მიმართულებით, რათა საქართველოს ყველა რეგიონში უზრუნველვყოთ მდგრადი ეკონომიკური მომავალი“.
Mastercard-ის უნიკალური პროექტი შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), –ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.