რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად მაისში?

მაისში საქართველოში 2%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, ფასების მატება ყველაზე მეტად ტრანსპორტის ჯგუფს და საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება, რადგანაც წინა წელთან შედარებით ბენზინის ღირებულება 31%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება სურსათის ფასებს, წინა წელთან მიმართებით სურსათის ღირებულება 0.7%-ით არის მომატებული. საქსტატი ინფლაციას 305 სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ითვლის, მათ შორის შედის როგორც სწრაფად მოხმარებადი და საყოფაცხოვრებო საქონელი (როგორიცაა სურსათი, ელექტროტექნიკა და სხვა საქონელი) ასევე სხვადასხვა სერვისები, მაგალითად მგზავრობა დასვენება, ტურისტული მომსახურება, ასევე სარემონტო მასალები და სერვისები შედის.
2024 წლის მაისში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი და მომსახურება ასე ნაწილდება:
2024 წლის მაისში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი და მომსახურება ასე ნაწილდება: