“ბრიტანულ-ქართული აკადემია” საერთაშორისო აკრედიტაციის დაკარგვის საფრთხის წინაშეა” – ნათია ჯანაშია

“ბრიტანულ ქართული აკადემიის” პარტნიორი და დირექტორი, ნათია ჯანაშია BMGTV-ს გადაცემაში “ბიზნესის კვირეული” აცხადებს, რომ აკადემია საფრთხის წინაშეა, რომ ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს აკრედიტაცია დაკარგოს.
მისივე ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება “საქართველოს განათლების ჯგუფის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სკოლას აკრედიტაციის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება სკოლას.
“საერთაშორისო აკრედიტაცია ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ეს არის ხარისხის გარანტია, როგორც ჩვენი მშობლებისთვის, ასევე ჩვენი თანამშრომლებისთვის. შესაბამისად, ამ აკრედიტაციის დაკარგვა გამოიწვევს როგორც თანამშრომლების, ასევე მოსწავლეების სკოლიდან გადინებას.
განცხადებაში, რომელიც “საქართველოს განათლების ჯგუფმა” გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სკოლას აკრედიტაციის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება, სიმართლეს არ შეესაბამება.