საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე 3 ოქროს უწინასწარმეტყველებენ

კომპანია Nielsen-მა და სტატისტიკურმა ბიურო Gracenote-მა განაახლეს თავიანთი პროგნოზი პარიზის ოლიმპიადის მედლების ჩათვლაზე. წინა პროგნოზი 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.
განახლებულ რეიტინგში სამი ლიდერი უცვლელი დარჩა: ამერიკის შეერთებული შტატები მოიგებს ოლიმპიადას 39 ოქროს მედლით, მეორეზე გავა ჩინეთი (33), მესამეზე – საფრანგეთი (29). ნახევარი წლის წინ Gracenote პროგნოზირებდა ამერიკელთა – 37, ჩინელების – 35 და ფრანგების 27 ოქროს.
საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ახალი პროგნოზი ასეთია: სამი ოქრო, ოთხი ვერცხლი, ოთხი ბრინჯაო და 23-ე ადგილი.
Gracenote-ის პროგნოზის 10:

ჩინეთი
საფრანგეთი
ნიდერლანდები
ბრიტანეთ
ავსტრალია
იაპონია
გერმანია
იტალია
კორეა
1tv.ge