სალომე ზურაბიშვილი ქოლგას გაშლის თუ „ზონტიკს“, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა – ოპოზიციური ფრთის ლიდერი ვერ გახდება – ხათუნა ხოფერია

სალომე ზურაბიშვილი ქოლგას გაშლის თუ „ზონტიკს“, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა! ოპოზიციური ფრთის ლიდერი ვერ გახდება. ეს გამორიცხულია, – ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ საამისოდ ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს.
„ის აკეთებს სრულიად არალოგიკურ განცხადებებს. ისეთი, როგორიც არის ვთქვათ, რეფერენდუმის ჩატარება, მაშინ როდესაც ვერანაირ რეფერენდუმს ვერ ჩაატარებს.
სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი მასთან არ მივა. ამიტომ, დგება საჭიროება არჩევნებამდე. ახლა ეს ყველაფერი შესუსტდება, უბრალოდ მათ არ აქვთ სხვა გამოსავალი. რაღაც აქტივობები უნდა შეინარჩუნონ, თორემ ეს ახალგაზრდები, ვინც შეიყვანეს შეცდომაში, რა თქმა უნდა, მათ უკან მოუბრუნდებათ და ცუდი იქნება. ახლა დაიწყება მზადება, რომ გამოაჩინონ ახალი ლიდერები. მაქვს გამოცდილება და ვიცი, ეს როგორ კეთდება, რომ ეს ლიდერები კონსერვატიულ ფრთაზე შემოიყვანონ. მოხდება მათი პოპულარიზაცია სხვადასხვა საშუალებით, საკმაო თანხა იდება საიმისოდ, რომ ახალი სახეების გამოჩენა მოხდეს. მინდა ვთხოვო ხელისუფლებასაც, რომ ფრთხილად იყოს“, – განაცხადა ხოფერიამ.

ასევე დაგაინტერესებთ