მეორე წრე დასრულდა: გორელთა ფრე ფოთელებთან

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტური, ანუ მეორე წრე დასრულდა. ლიდერმა გორის “დილამ” შინ 1:1 ითამაშა ს “კოლხეთი 1913”-თან და ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.
დილა 1:1 კოლხეთი 1913
გორელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, ტაირელ ვაუტერის პასით აბუბაქარ კონტემ ახლოდან გაიტანა.
“დილამ” 52-ე წუთზე კიდევ ერთი უპირატესობა მიიღო: ფოთელებს უხეშობისთვის გაუძევეს არჩილ დათუაშვილი. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ დილა მორიგ სამ ქულას მოიპოვებდა და ექვსქულიან ფორას შეიქმნიდა, მაგრამ ბოლო წუთებში სტუმრებმა გაათანაბრეს.
“დილას” ფეხბურთლმა რომარიკ ეტოუმ “კოლხეთი 1913”-ის შემტევი გიორგი მელქაძე ზედ საჯარიმოს მისადგომებთან
წააქცია. ეტოუ გააძევეს, საჯარიმო დარტყმა კი შეცვლაზე იმწუთს შესულმა გიორგი ახალაძემ შეასრულა და 1:1. ახალაძემ ამ სეზონში “დინამო ბათუმსაც” დააკარგვინა ქულები ბოლო წუთებზე გატანილით, ამჯერად კი – “დილასაც”.
ისიც აღსანიშნავია, რომ არბიტრმა კოტე გიორგაძემ ორივე შემთხვევაში წითელი ბარათი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ამოიღო.
გორელებს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და 4 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან “ტორპედოს”, “კოლხეთი 1913”-მა კი მეორე წრე მეექვსე ადგილზე დაასრულა.
erovnuliliga.ge