თეა ფირცხალავა: საქართველოში აღზევებული ნეოფაშისტების უკან ზუსტად ის სახელმწიფოები და არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან, რომლებიც უკრაინაში წლების განმავლობაში ზრდიდნენ ნეოფაშისტებს

“ხალხო, დღეს საქართველოში აღზევებული ნეოფაშისტების უკან ზუსტად ის სახელმწიფოები და არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან, რომლებიც ში წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღებიდან, ზრდიდნენ ნეოფაშისტებს.
ყველას გექნებათ ნანახი უკრაინულ ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და პროფტექსასწავლებლებში სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდების და მთელი თაობების “აღზრდა” ფაშისტური ლოზუნგების თანხლებით, რომლებიც, ს ზიზღით, სპეციალურად შეამზადეს უკრაინაში დღეს მიმდინარე სისხლისმღვრელი ომისთვის, რომლის შედეგად აღარც უკრაინა დარჩა და მალე აღარც უკრაინლები იქნებიან, იმ რაოდენობით, როგორითაც ჩვენ გვახსოვს. ეს იქნება უკრაინა უკრაინლების გარეშე
აი, ამისთვის ამზადებდნენ დღევანდელ “ქართველ” ახალგაზრდებსაც… აქაც იგივეს გამეორება სურდათ და სურთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან საქართველოს ღვთისმშობელი და ჩვენი დიდი წინაპრები მფარველობენ!
გაუმარჯოს რეალურად დამოუკიდებელ და თავისუფალ ჩვენს ძვირფას საქართველოს!!!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეა ფირცხალავა.