გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 2 ივნისს განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მკაფიო უნდა იყოს – ნატო მზად იქნება თავდაცვისთვის, საჭიროების შემთხვევაში.
აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკურ ფორუმზე – რომელშიც ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტეც მონაწილეობდა – შოლცმა თქვა, რომ გერმანიამ წამყვანი როლი შეასრულა ნატოს ყოფნაში ბალტიის რეგიონში, რუსეთის საზღვართან.
“და იმიტომ, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხე გაგრძელდება, ჩვენ და სხვა მოკავშირეებმა შარშან გადავწყვიტეთ დამატებითი დანაყოფები მივავლინოთ ბალტიის სახელმწიფოებში და სამომავლოდ მთელი ბრიგადა პერმანენტულად განვათავსოთ” – თქვა შოლცმა, მისი გამოსვლის დამეჭდილი ტექსტის თანახმად.
“უსაფრთხოების პოლიტიკაში ეს შემობრუნება აუცილებელია, რათა რუსეთს ვაჩვენოთ – ჩვენ მზად ვართ თავდასხმებისგან დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი” – ამბობს გერმანიის კანცლერი.