ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-მა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ს ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს.
სინგაპურში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს იმისთვის, რომ ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა დაუშვა, მაგრამ მისი თქმით, ასევე უნდა მოიხსნას შეზღუდვები შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე.
“საკმარისია ეს“ (ნებართვა) არა. რატომ? იმიტომ, რომ მოგიყვანეთ აეროდრომების მაგალითი, საიდანაც რუსეთი ისვრის გამუდმებით, მშვიდად იცის რა, რომ უკრაინა არ უპასუხებს, რადგან არ აქვს შესაბამისი სისტემები და ნებართვა“,- განმარტა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს შორი მოქმედების არტილერიისა და დაახლოებით 300 იარაღის სისტემის გამოყენებას საზღვრის საკუთარ მხარეს უკრაინაზე თავდასხმისთვის.
„ასე რომ, მათ აქვთ ეს იარაღი და იციან, რომ უკრაინას არ შეუძლია მათკენ მიმართოს დასავლური იარაღი, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენს წინააღმდეგ ისვრიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციაზე ამერიკული იარაღით დარტყმისთვის შეზღუდული ნებართვა მიიღეს. თეთრ სახლში განმარტეს, რომ ამერიკული იარაღით დარტყმის ნებართვა ვრცელდება არა მხოლოდ ხარკოვის, არამედ სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიებზეც. ამავდროულად, ნებართვა არ ვრცელდება ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ