ლაშა ბუღაძე: რუსულ კანონებს აქ არავინ დაემორჩილება. რა-რა და, ბოლო 30 წელია ქართველები არც ერთხელ არ ვყოფილვართ “ბრბო”

“ის, ვინც რუსულ კანონებს არ დავემორჩილებით და საქართველოს ზაციის მოწინააღმდეგენი ვართ, ცხადია უმრავლესობას წარმოვადგენთ.
დიდ უმრავლესობას.
ბევრად მეტს, ვიდრე ივანიშვილის მიერ მოსყიდული ან სიძულვილით გონებადაბნელებული პრორუსები არიან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ არის ხალხი – და ეს ჩანს ციფრებშიც – ვინც ჯერაც ვერ აცნობიერებს საქართველოს გაყიდვის მცდელობის მასშტაბს.
შემდეგი დღეები, კვირები და თვეებიც კი რეალურად ამ ხალხის, არცთუ დიდი, თუმცა მნიშვნელოვანი პროცენტის გამოსაფხიზლებლად და ჩვენს უმრავლესობაში შემოსაყვანად ბრძოლისთვისაც არის გამოსაყენებელი.
ყოველკვიურად და ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ხვდება, რას კარგავს საქართველო და რას ვკარგავთ ჩვენ – საქართველოს გადარჩენის მოსურნე მოქალაქეები.
ვინც ორი თვის წინ ფიქრობდა, რომ ეს საპროტესტო აქციები ძალაუფლებისთვის ბრძოლის “მორიგი” პროცესი იყო, დღეს უკვე აქციაზე დგას და სხვების გამოფხიზლებასა და გააქტიურებას ცდილობს, რადგან ეს შეუქცევადი პროცესია.
ივანიშვილს კი ჰგონია, რომ საქართველოს ბოსტნად აქცევს და ხალხს ბრბოდ, მაგრამ პატრიოტი ბევრად მეტია ამ ქვეყანაში, ვიდრე გაყიდული, მოღალატე ან სულელი.
ივანიშვილის რეჟიმის უკან არაფერია. ის ამაოდ და უნიჭოდ ცდილობს ხალხის დაპირისპირების “სურათის” შექმნას – ვითომ ორი მხარეა, რომელიც “მოღალატეს” დასძახის ერთმანეთს და თავად კი, ივანიშვილი, განზე დგას და არაფერ შუაშია.
ეს უბადრუკი “ტრიუკი” იმ ხალხზეა გათვლილი, ვინც ჯერაც პასიური ან დაბნეულია, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია რეჟიმისათვის, რადგან ისინი არა მხოლოდ აქციაზე გამოსულ ადამიანებს ითვლიან თავებით, არამედ იმათ, ვინც უფრო და უფრო მეტად ავსებს პატრიოტთა რიგებს, რომელთაც ეს რეჟიმი უნდა დაასრულონ პოლიტიკურად და ისტორიულად. მათ შორის, არჩევნებზე.
“ყველა ერთმანეთის ლანძღვაშია ჩაბმული” – ეს ივანიშვილის ტაქტიკაა, სურათის ადღაბვნაზე ორიენტირებული, სადაც ბოლოს წესრიგისა და სტაბილურობის გარანტიად უნდა მოელინოს იმ 20-30 %-ს, რომელიც ასე ჭირდება ქოცურ-რუსული ძალაუფლების განმტკიცებისთვის.
ახლა ამათი სულებისთვის წარმოებს “ბრძოლა” – ისინი ან მაცდუნებლის ტყვეობაში აღმოჩნდებიან, ან საქართველოს ბედი აიძულებთ გამოღვიძებას!
მთავარი ქაოსის შექმნელი ივანიშვილია, ივანიშვილია არასტაბილურობისა და ანარქიის შემოქმედი, მთავარი ტერორისტი და კონსტიტუციის დამღვევი თავის მოსყიდულ მონებთან ერთად.
პოლიცია მისი ბრძანებით არ რეაგირებს ტიტუშკების ქმედებებსა თუ თავდასხმებზე, რადგან ივანიშვილი აქ, ძალადობასა და ესკალაციაში ცდილობს თავისი ძალის ჩვენება-გამყარებას. მას უნდა, რომ შპანასთან კონფლიქტის დონეზე ჩაგვტოვოს. ქვევით. მოსყიდული “ხულიგნების” საფეხურზე.
თუმცა 50 ლარიანი შპანა რა ძალაა, ან ფულით ნაყიდი, ძალაუფლებისგან გარყვნილი ქოცი, საქართველოს ევროპული მომავალი რომ დააზიანოს!
საქართველო რუსეთი არაა.
რუსულ კანონებს აქ არავინ დაემორჩილება. რა-რა და, ბოლო 30 წელია ქართველები არც ერთხელ არ ვყოფილვართ “ბრბო”.
ივანიშვილის არეულს, ივანიშვილის ქაოსს ჩვენ ვალაგებთ და აწიც ჩვენ დავალაგებთ – მოქალაქეები,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი .