ხაჭაპურის მომზადების ხარჯები კიდევ გაიზარდა გამოქვეყნდა: 14 წუთის წინ

სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ, 2024 წლის მაისსში 5.83 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ISET-ი ავრცელებს და წერს, რომ წინა თვესთან შედარებით ხაჭაპურის ღირებულება 6.5%-ით შემცირდა. თუმცა წლიურ ჭრილში (2023 წლის მაისთან შედარებით) ხაჭაპურის ინდექსი 1.3%-ით გაიზარდა.
“წლიურად ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა თბილისში, თელავსა და ქუთაისში, ბათუმში კი შემცირდა. 2024 წლის მაისში ხაჭაპურის ინგრედიენტებისთვის ყველაზე ძვირადღირებული ბაზარი თბილისი აღმოჩნდა. აქ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.47 ლარი შეადგინა, რაც 11%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. ამის საპირისპიროდ, ყველაზე იაფად ხაჭაპურის მომზადება ქუთაისშია შესაძლებელი, სადაც ერთი სტანდარტული ხაჭაპური 4.91 ლარი ღირს. ფასის სხვაობა დანახარჯების მიხედვით ყველაზე ძვირიან (თბილისსა) და იაფ (ქუთაისს) ქალაქებს შორის 1.56 ლარია.
თვიურ ჭრილში ინდექსი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში შემცირდა, გამონაკლისი მხოლოდ იყო. ყველაზე დიდი, 15.5%-იანი კლება ქუთაისში დაფიქსირდა. ინდექსის აღნიშნული ვარდნა ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ, სეზონურ ტენდენციას მიყვება. როგორ წესი, საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით, ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მეტად ქუთაისში იგრძნობა. აღნიშნული შეიძლება იმით აიხსნას, რომ იმერეთი ქვეყნის უმსხვილესი რძის მწარმოებელი რეგიონია, სადაც რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები მცირდება,” – წერს ISET-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია