“არასერიოზულ შეკითხვებს მისვამთ, უკვე დავიღალე”, – ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, პერსონალურ სანქციებზე დასმულ შეკითხვაზე.
ასევე, სანქციების კონტექსტში, ღარიბაშვილმა თქვა: “ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ… მე თვითონ კარგად მივხედავ ჩემს ოჯახს”.
დღეს, ქართული ოცნების თავმჯდომარე თელავში კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქვტივს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილმა პასუხი ჟურნალისტების კითხვებს გასცა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკარტიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამასთან, ბლინკენი ამბობს, რომ “შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას იწყებს”.
კონკრეტულად ვისზე გავრცელდება სანქციები, ჯერჯერობით უცნობია.