საუდის არაბეთის სამეფო თასის ფინალში კრიშტიანო რონალდოს “ალ ნასრი” ნეიმარის “ალ ჰილალთან” პენალტების სერიაში დამარცხდა.
ფინალში წაგების შემდეგ “ალ ნასრის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ცრემლები ვერ შეიკავა.
დაჯილდოვების ცერემონიის დროს მეტოქე გუნდის ფანები მესის სახელს სკანდირებდნენ. მატჩს ტრიბუნად ადევნებდა თვალს ნეიმარი, რომელიც ტრავმირებულია და არგენტინელის გვარის ხსენებაზე გულიანად იცინა.