აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 1,36 მლნ ბარელით და შეადგინა 459,731 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 0,92 მლნ ბარელით და შეადგინა 235,411 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 0,56 მილიონი ბარელით და შეადგინა 116,5 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.