“8 თვეში ბანკში ჩავდე ორი სახლი, 6 მანქანა, ესაა რაც დამრჩა და სასწრაფოდ მინდა გაყიდვა” – კაჭკაჭიშვილი

მიშა კაჭკაჭიშვილი:
საერთოდ არ მადარდებს ვინ რას იფიქრებს ან ვინ რას იტყვის. ეს გზა ჩემი არჩეულია და ყველა უკან დასახევი ხიდი დავწვი…
რაც ქალბატონ ნანა შამათავასთან დავა დაიწყო და ამ დან ჩამოთრეულმა მოძრავმა ბოროტებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემს ცხოველებს ეშიმშილათ, გაყინულიყვნენ, ვერ მემკურნალა და ა.შ.
გეტყვით რომ ბოლო 8 თვეში ბანკში ჩავდე ორი სახლი, 6 მანქანა, ოქროზე და სხვა ნივთების ლომბარდებზე აღარაფერს ვამბობ…
არც ვალებზე, რომელიც არც ისე ბევრია და სულ ალბათ 5-6 ადამიანის ვალი მაქვს, რადგან ჩემი ხარჯი თვეში 25-30 000 ლარია, რომელსაც მეგობრების და თქვენი წყალობით როგორღაც ავუდივარ….
ახლა რაც დამრჩა, სოფო ფარჯიანის ნაჩუქარი ნახატია, რომლის გაყიდვაც სასწრაფოდ იმისთვის მინდა, რომ ბულაჩაურიდან თბილისში გადმოვიდე, ერთ ადამიანის ვალი დავუბრუნო და ქირის ფული გადავიხადო, სადაც ცხოველები გადმომყავს.
რომ არა შამათავას ყადაღები, რომლემლებსაც სასამართლოთი ვუგებ, მაგრამ ასაჩივრებს და უბრალოდ დროში წელავს, ეს პრობლემები ბუნებრივია არ მექნებოდა. არაუშავს… გავუძლებ როგორმე
მაგის დანგრეულ თავშესაფარსაც თავიდან ავაშენებ და ეგ კარგ შემთხვევაში სამშობლოში გაიქცევა.
თქვენ კი, მაგის მონებს სათითაოდ თვალებში ჩაგხედავთ.
ირაკლი ფარჯიანი