ლაშა ფარულავა – 33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა – არც არავინ დაუკითხავთ, არც არავინ დაუკავებიათ

33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ოფისზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა – ამ წუთისთვის, არც არავინ დაუკითხავთ, არც არავინ დაუკავებიათ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ფარულავას თქმით, „ივანიშვილის პარტიამ შუბებით, ქვებით და რკინის ნაჭრებით შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომელიც დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ ესხმის თავს.
“33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ოფისზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა. ივანიშვილის პარტიამ შუბებით, ქვებით და რკინის ნაჭრებით შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომელიც თბილისის ქუჩებში დათარეშობს და პირდაპირ თავს ესხმის დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ წუთისთვის, არც არავინ დაუკითხავთ, არც არავინ დაუკავებიათ. რატომ? – იმიტომ, რომ თავის თავს ხომ არ დაიჭერენ?! ერთადერთი გამოსავალი ამ რუსული პარტიის დამარცხება და ქართველი ხალხის გამარჯვებაა”,-განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება