ისრაელის ხელისუფლება – დღეს „ჰამასი“ კიდევ 14 მძევალს გაათავისუფლებს

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, დღეს „ჰამასი“ კიდევ 14 მძევალს გაათავისუფლებს.
კატარში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საპასუხოდ 42 პალესტინელს გაათავისუფლებს, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეებში იმყოფებიან.
იქამდე კი, ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათი გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, დროებითი ზავის პირობების მიხედვით მოხდა. მიღწეული შეთანხმებით, 4-დღიანი ზავის განმავლობაში საერთო ჯამში, „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს 50 მძევალი, ისრაელი კი საპატიმროებიდან 150 პალესტინელს გამოუშვებს.