პარტიები საერთაშორისო თანამეგობრობას „ოცნების“ სანქცირებისკენ მოუწოდებენ

პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ და გმობენ, „სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ ძალადობას“ ენმ-ის ლიდერებზე, ცენტრალურ ოფისზე, სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და აქტივისტებზე.”
წერილი ნათქვამია, რომ წუხელ, „აგრესიის შოკისმომგვრელი აქტი მოხდა“, როდესაც 60-კაციანმა ჯგუფმა ძალადობრივი თავდასხმა განახორციელა „ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობას.
„სამართალდამცავების პასუხი ამ ძალადობაზე იყო საგრძნობლად დაგვიანებული, რამაც სერიოზული კითხვები გააჩინა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური აქტივისტების უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ. არსებული რეჟიმის პირობებში, ეს ინციდენტი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი შემთხვევიდან, როდესაც ხდება სახელმწიფოს მხრიდან ძალადობისა და რეპრესიების ესკალაცია“, — ნათქვამია მიმართვაში.
წერილში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირებას მოჰყვა მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევა, მიზანმიმართული სასტიკი თავდასხმები აქტივისტებზე, როგორიცაა დავით ქაცარავა და პოლიტიკოსები, როგორიცაა და დიმიტრი ჩიქოვანი, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები.
„ივანიშვილის რეჟიმი ასევე ახორციელებს ათასობით მოქალაქეზე ფარული სატელეფონო ნომრებიდან მუქარასა და შეურაცხყოფას, არბევს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ოფისებს და ღებავს ლიდერებისა და აქტივისტების სახლებს წარწერებით, როგორიცაა „უცხოური აგენტები“ და „სამშობლოს გამყიდველები“. ასევე ხდება ნიღბიანი ადამიანების ჩასაფრება პოლიტიკური ოპონენტების სახლებთან“, — წერია მიმართვაში და ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი დაუფარავად დააანონსა 29 აპრილს თბილისში ხელისუფლების მიერ „ხელოვნურად ორგანიზებულ“ დემონსტრაციაზე.
29 აპრილის აქციაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შედეგ საქმეში არ ჰქონდა „ნაციონალების“ დასჯის არავითარი რესურსი და ს მერე ენმ-ისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანის პირობა დადო.
„ყველა გარემოება მიუთითებს, რომ სახელმწიფო ტერორში ჩართულია სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურები, ხოლო შემტევ ბანდებს, მათ შორის, ვინც ენმ-ს ოფისზე მიიტანა შეტევა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრები პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე და თბილისის მერი აორგანიზებენ“, — ნათქვამია მიმართვაში.
პოლიტიკური პარტიები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, დაგმოს სახელმწიფო ტერორის ეს აქტები და მტკიცე პოზიცია დაიკავონ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევის საპასუხოდ.
„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედითი შემზღუდავი ზომების, მათ შორის ინდივიდუალური სანქციების გატარებას ქვეყანაში ს რეჟიმის საგანგაშო გავლენის შესაჩერებლად და ქართველი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ხელისუფლების მსგავსი ქმედებები მკვეთრად ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროპულ მომავალზე. თქვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა ამ კრიტიკულ დროს აუცილებელია, რადგან ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ საქართველოში დემოკრატიის, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების ღირებულებები“, — ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ პოლიტიკური პარტიები:
· ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
· სტრატეგია აღმაშენებელი
· დროა
· გირჩი — მეტი თავისუფლება
· რესპუბლიკური პარტია
საპარლამენტო ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები:
· ევროოპტიმისტები (, ხატია დეკანოიძე)
· ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის (ნიკა მაჭუტაძე)
· თავისუფლება (ნატო ჩხეიძე),
· ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის (დავით უსუფაშვილი, )
· მოქალაქეები ()
· რეფორმების ჯგუფი (თეონა აქუბარდია).
დამოუკიდებელი დეპუტატები:
· არმაზ ახვლედიანი
· შალვა შავგულიძე
· თამარ ჩარკვიანი
·
· დავით ბაქრაძე
· თამარ კორძაია
ენმ-ის ცენტრალური ოფისი თბილისში, რომელიც აეროპორტის გზაზე, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს, 1-ელ ივნისს ღამით ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა ათეულობით ადამიანმა დაარბია.

ასევე დაგაინტერესებთ