ჩინური კოსმოსური ხომალდი მთვარის ბნელ მხარეს დაჯდა

ჩინეთის უპილოტო კოსმოსური აპარატი „ჩანიე-6“ წარმატებით დაჯდა მთვარის ბნელ მხარეს, წინასწარ გათვლილ ზონაში – ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება. აპარატის ამოცანაა გრუნტის სინჯების შეგროვება და დედამიწაზე ჩამოტანა. 2 კილოგრამი გრუნტის შესაგროვევლად მას ორი დღე აქვს, ხოლო დაბრუნებას ელიან დაახლოებით 25 ივნისისთვის, ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში.
„ჩანიე-6“ უკვე მესამე უპილოტო აპარატია, რომელიც მთვარეზე წელს დაჯდა. იანვარში მთვარეზე იაპონური SLIM-ი, ხოლო ერთ თვეში – ამერიკული Intuitive Machines-ი.
ჩინეთს სურს, რომ 2030 წლისთვის, კოსმოსური აპარატი ეკიპაჟის თანხლებით გაუშვას. ჩინეთის მთვარის პროგრამის პარტნიორია . გეგმავს, რომ მთვარეზე ასტრონავტები უკვე 2026 წლისთვის გაგზავნოს.
მთვარის უკანა მხარეს დედამიწიდან არასოდეს ჩანს. მისი გრუნტი შესწავლილი არ არის.
2019 წლის ივნისში, მთვარის ბნელ მხარეს დაჯდა ჩინეთის უპილოტო კოსმოსური აპარატი „ჩანიე-4“. ის იყო პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც მთვარეზე დაჯდა 1976 წლის შემდეგ. ამისათვის მას 6 თვე დასჭირდა.

ასევე დაგაინტერესებთ