უკრაინის საჰაერო ძალები – რუსების მიერ გაშვებული 25 დრონიდან 24 გავანადგურეთ

რუსები გუშინ ღამით ს Shahed-ის ტიპის 25 დრონით და ორი რაკეტით დაესხნენ თავს, უკრაინელმა სამხედროებმა 24 დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსი ოკუპანტები ღამით თავს დაესხნენ უკრაინას დან „ისკანდერ-კ“ ფრთოსანი რაკეტით ხარკოვის ოლქის მიმართულებით, დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიიდან С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 25 უპილოტო საფრენი აპარატით ოკუპირებული ყირიმიდან და ს პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური.
მისი ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 25 დრონიდან 24 მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, ს, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ვინიცის ოლქებში გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ