“რა პერიოდი აღარ გამომივლია და ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში” – უშიკიშვილი

გიორგი უშიკიშვილი:
“გუშინ ქალაქში მანქანა ამედევნა, შუშა ჩამოწია და პირდაპირ გინება დაიწყო. დღეს იგივე ადამიანი მწერს ფეისბუზე და მახსენებს გუშინდელი ინციდენტს. როგორც წესი, ძალიან მშვიდი ვარ და პროვიკაციაზე ჩემი წამოგება საკმაოდ რთულია. რა პერიოდი აღარ გამომივლია და ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი დაშინების მცდელობა, რომ შემდეგ ქვეყანას ვუღალატო, შეუძლებელია! P.S პირადში მწერს, რომ არ მოსწონს ჩემი პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
წესით, ასეთ ფაქტზებზე, უნდა ინტერესდებოდნენ შესაბამისი სამსახურები. მითუმეტეს, როდესაც პირადი შეტყობინება და მომხდარი ფაქტი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.”

ასევე დაგაინტერესებთ