„ამერიკული პრინციპი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, კიდევ ერთხელ დადასტურდა“ – ბაიდენი ტრამპის განაჩენზე

ამერიკული პრინციპი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, – ასე გამოეხმაურა -ის პრეზიდენტი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს.
„ამერიკული პრინციპი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, კიდევ ერთხელ დადასტურდა. დონალდ ტრამპს თავის დასაცავად ყველა შესაძლებლობა მიეცა. საქმე შტატის დონეზე და არა ფედერალურ დონეზე, 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა განიხილა, თქვენმა მსგავსმა 12-მა ამერიკელმა“, – განუცხადა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს გასაჩივრების შესაძლებლობა ექნება, რადგან ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა ასე მუშაობს.
ცნობისთვის, გუშინ, ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.