Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $3 ტრილიონს უახლოვდება

10 წლის წინ Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია Apple-ის ღირებულების 2%-ს შეადგენდა. დღეს ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $3 ტრილიონს უახლოვდება, Apple-თან ჩამორჩენა კი მინიმალურია.
მოცემული დროისთვის, საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft-ი ლიდერობს, მეორე ადგილს კი სწორედ Apple-ი იკავებს. AI-ზე მსგავსი მოთხოვნის გაგრძელების შემთხვევაში, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციით ორივე კომპანიის გადასწრების პოტენციალი აქვს.
29 მაისს, სავაჭრო დღის ბოლოს, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $2.8 ტრილიონი შეადგინა, რაც 3%-ით ჩამორჩება Apple-ის ღირებულებას ($2.9 ტრილიონი) და 11%-ით – Microsoft-ის ღირებულებას ($3.2 ტრილიონი).
კომპანიის აქციათა ფასი საფონდო ბირჟებზე წლის დასაწყისიდან დღემდე 130%-ით გაიზარდა.