ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი დაესწრნენ.
ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვება ქალაქ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა მოიპოვა.
გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს სახელით, სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?