“ბორის ჯონსონი კიევში ჩამოვიდა და თქვა, ჩვენ [რუსებთან] ხელს არაფერზე მოვაწერთ, მოდი, უბრალოდ, ვიომოთ“- არახამიას განცხადებით, დასავლეთმა კიევს გარანტიებზე უარი უთხრა

„ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ , ომის თავიდან ასარიდებლად, მზად იყო, დათანხმებოდა ნეიტრალიტეტის შესახებ მოსკოვის მოთხოვნას, თუმცა კიევს ამისთვის დასავლეთის გარანტიები სჭირდებოდა, რაც ვერ მიიღო.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ დათანხმდა ნეიტრალიტეტს, არახამია ამბობს „პირველ რიგში, ამ საკითხზე დასათანხმებლად, აუცილებელია კონსტიტუციის შეცვლა, რადგან NATO-სკენ მისწრაფება კონსტიტუციაში გვიწერია. მეორეც, არ არსებობდა ნდობა რუსებისადმი, რომ პირობას შეასრულებდნენ. ეს შეიძლება მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში გაკეთებულიყო“.
არახამია გაერთიანებული სამეფოს მაშინდელი პრემიერის კიევში ვიზიტს იხსენებს.
“როდესაც [დელეგაციების შეხვედრის შემდეგ] სტამბულიდან დავბრუნდით, ბორის ჯონსონი ჩამოვიდა კიევში და თქვა, – ჩვენ მათთან [რუსებთან] ხელს არაფერზე არ მოვაწერთ, მოდი, უბრალოდ, ვიომოთ”, – ამბობს არახამია.